ცხოვრება რას არ გიმზადებს ადამიანს, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ჩასაშლელად მივდიოდით კახეთში, მჯეროდა, რომ ის ინაუგურაცია არ უნდა ჩატარებულიყო - ნიკა მელია
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ჩასაშლელად მივდიოდით კახეთში, ველისციხეში, გახსოვთ ეს შეტაკება, წრფელი გულით მჯეროდა, რომ ის ინაუგურაცია იმ დღეს არ უნდა ჩატარებულიყო, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ორბელიანების სასახლესთან განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი, განსაკუთრებით უკანასკნელი წლების განმავლობაში, ხალხის ინტერესს ასახავს.
„ცხოვრება რას არ გიმზადებს ადამიანს, სიმართლე უნდა ვთქვათ, როდესაც სალომე ზურაბიშვილის პირველი დღე იყო, მისი ინაუგურაცია, იმ ინაუგურაციის ჩასაშლელად მივდიოდით კახეთში, ველისციხეში. გახსოვთ ეს შეტაკება. წრფელი გულით მჯეროდა, რომ ის ინაუგურაცია იმ დღეს არ უნდა ჩატარებულიყო, ბევრი მიზეზის გამო. დღეს, ფორმალურად მისი ბოლო დღეა, თუმცა დარჩება ლეგიტიმურ პრეზიდენტად იქამდე, ვიდრე ახალი არჩევნები არ ჩატარდება. მთავარია, ხალხის ინტერესს ასახავდე, ეს სიყვარული მან დაიმსახურა“, – განაცხადა მელიამ.