თეგებით ძიება
15. 06. 2022 ბიზნესი

რა გავლენა იქონია ეროვნული ვალუტის გამყარებამ ქართულ ეკონომიკაზე

ბოლო თვეების განმავლობაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. ბოლო კვირების განმავლობაში ლარი ჯერ გამყარდა, ახლა კი, მცირედით კვლავ გაუფასურდა და მისი ღირებულება დოლართან მიმართებით დღეისათვის 2.96 ლარს შეადგენს.
ეროვნული ვალუტის ასეთი ცვალებადობა დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რაც, თავის მხრივ, ფასების არასტაბილურობასა და ზრდას განაპირობებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აპრილში ფასების საერთო დონე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.8%-ით არის გაზრდილი. ასეთი ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე მნიშვნელოვნად ზარალდება ბიზნესი, რთულია მსგავს სტრესულ სიტუაციაში გამოსავლის მოძებნა, ამიტომ ბოლო პერიოდში მცირე ბიზნესის არაერთი წარმომადგენელი გაკოტრდა, რაც კიდევ უფრო ართულებს ქვეყნის ეკონომიკის დასტაბილურებას.
ლარის ცვალებადობის და ეკონომიკური არასტაბილურობის დროს, კომპანიები, რომლებიც რთულ პირობებს ურჩებიან, ამ გადარჩენას, გარკვეულწილად, საკუთარ მომხმარებლებსაც უმადლიან. მათმა ნაწილმა არამხოლოდ თავის გადარჩენა, არამედ შექმნილი სიტუაციის მორგება და გაზრდაც კი შეძლო.
აღსანიშნავია ონლაინ კომერცია რომელიც, სამომხმარებლო ბაზრის ახალი მოთხოვნებისა და ქვეყნის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, დღითიდღე იხვეწება. მაგალითად ამ სექტორში ყველაზე მსხვილი ონლაინ მაღაზია - Isurve.ge, რომელმაც მოცემულ ეკონომიკურ მდომარეობაში აგძელებდა მომხმარებლებზე ზრუნვას - სთავაზობდა და სთავაზობს პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად და უფასო საკურიერო მომსახურებით თავად უზრუნველყოფს შეკვეთების ტრანსპორტირებას. ისურვემ საკუთარ თავზე აიღო სავალუტო კურსით გამოწვეული რყევები და მომხმარებელს პროდუქციას უცვლელი ფასით სთავაზობს, თუმცა ამ მიდგომის გავრცელება, გლობალურად შექმნილი დამაბრკოლებელი ფაქტორების გამო, ყველა პროდუქტზე ვერ მოხერხდა.
ეკონომიკური ზრდისა და ეროვნული ვალუტის ეფექტი ბიზნესზე წარმოუდგენლად დიდია. ბიზნესი მოიპოვებს მეტ მომხმარებელს, გაზრდის მომგებიანობას და აღმოჩნდება დიდი შესაძლებლობებს წინაშე შემდგომი ზრდისა და გაფართოებისთვის, რაც, თავის მხრივ, დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა