თეგებით ძიება

"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მთელი ძალით უნდა ემხრობოდეს ჩვენი ქვეყნის ევროპასთან დაახლოებას“ - თამაზ ლომიძე

დეკანოზი, თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყნის ეკლესია ეხმარებოდეს საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესს.

"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მთელი ძალით უნდა ემხრობოდეს ჩვენი ქვეყნის ევროპასთან დაახლოებას. არათუ მხოლოდ ემხრობოდეს, ხმამაღლა უნდა აცხადებდეს და მოუწოდებდეს, რომ რუსული მონური მარწუხებისგან გასათავისუფლებლად აუცილებელია საქართველოს ევროპასთან მეტი და მეტი სიახლოვე. რატომ? იმიტომ, რომ დღევანდელი მსოფლიოს ქვეყნებიდან, ევროპული და ამერიკული ღირებულებები მაინც ყველაზე ახლოს დგას ქრისტიანულ ღირებულებებთან. ახლა ზოგიერთი იყვირებს: კი, მაგრამ ევროპა რომ თავისუფლებას აძლევს სხვაგვარად მოაზროვნეებსაც და სხვა წესით მცხოვრებლებსო?! კი, ბატონო, ზუსტად მაგაში ეთანხმება ევროპული ღირებულებები სახარებისეულ სულისკვეთებას.

ღმერთიც მასე ექცევა ადამიანებს ამ ქვეყანაზე, ყველას ეძახის უფალი, ყველას ღია აქვს კარი ღმერთთან მისასვლელად, მაგრამ ღმერთი არავისზე არ ძალადობს. მაინც ყველას თავზე ამოჰყავს უფალს მზეც და ყველას აძლევს ჰაერსაც, წვიმასაც და პურსაც. სწორედ ეგ არის ევროპაში მთავარი; არის ევროპაში სრული თავისუფლება და ხელშეწყობა ღმერთის და რწმენის მძებნელთათვის, სკოლაში სთავაზობენ რწმენის გაკვეთილებს (მათ, ვისაც უნდა), ეკლესია თავისუფალია სახელმწიფოსგან, მაგრამ ევროპა არ დევნის განსხვავებულს და არ ძალადობს სხვაგვარად მოაზროვნეებზე. ესაა ევროპული ღირეულებები და ამიტომ გვჭირდება ქრისტიანებსაც აუცილებლად ევროპასთან სიახლოვე“, - წერს თამაზ ლომიძე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა