"მითხრა, რომ შეწყალებას არ ელოდებოდა" - ხატია დეკანოიძე ნიკა გვარამიას შეხვდა
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ რუსთავის ციხეში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მოინახულა.
"ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის, კონკრეტულად გზავნილები, რომელიც იყო, მათ შორის თუნდაც ევროპარლამენტში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ბრიუსელში, რა თქმა უნდა, მე ეს ნიკას გადავეცი. მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად შესაშური გამძლეობისა და ბრძოლის მაგალითია ნიკა. ერთი რაც არის მისთვის ახლა მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ეს არის რომ საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რაც არის ძალიან აუცილებელი და ისტორიულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია ეს ესმოდეს თემას. [...] მითხრა, რომ არა, არ ელოდებოდა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.