თეგებით ძიება

"ოცნების" მომხრეებიც ხომ არიან, ვინც არანაკლებ ელიან კანდიდატის სტატუსს. იყოს მათთვისაც 16-ში მისასვლელი დრო და ადგილი, რა პრობლემაა" - ნათია ფანჯიკიძე პრეზიდენტის აქციაზე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 16 ივნისს დაანონსებულ აქციაზე საკუთარ აზრს აფიქსირებს და აცხადებს, რომ ევროპის მხარდასაჭერად ორ სხვადასხვა დღეს დაგეგმილ აქციებში პრობლემას ვერ ხედავს.

"ზურაბიშვილის გამოცხადებულ თარიღამდეც ჩხუბობდა ხალხი, ამასთან არ დავდგები, იმასთან არ დავდგები, ტრიბუნაზე არ ახვიდე, არა, უნდა ავიდე, მაშინ ის არ ავიდეს, ის არ მოვიდეს... ხოდა ოცნების მომხრეებიც ხომ არიან, ვინც არანაკლებ ელიან კანდიდატის სტატუსს, ოღონდ "იმასთან არ დადგებიან". იყოს მათთვისაც 16-ში მისასვლელი დრო და ადგილი, რა პრობლემაა. გამოხატოს ყველამ, როცა უნდა. ეს ხომ მაინც ყველას გვეხება. 20-ში ის შეიკრიბება, ვინც "ამასთან არ დადგება\' და თავის სიტყვას იტყვის და ასე. ზოგიც ორივე დღეს მივა. ერთიანი მაინც ვერაფერი მოხდებოდა, ისეა დაქუცმაცებული ყველა. ამიტომ ძალიანაც ოპტიმალურია "ორი სათაური"", - წერს ფანჯიკიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა