მაკრონი, დრაგი და შოლცი უკრაინაში ჩავიდნენ
საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის ლიდერები უკრაინაში, კიევში ჩავიდნენ.
ლიდერები კიევში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდებიან და მხარდაჭერას გამოხატავენ. ვიზიტი ხდება ერთი დღით ადრე, ვიდრე ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.