თეგებით ძიება

ქუდზე კაცი რომ დაიძახო, ამისთვის ერეკლე მეორე თუ არა, რანთა და კახთა, ან ქართლის მეფე მაინც უნდა იყო - თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, რა თქმა უნდა, მისასალმებელია ევროპისკენ სწრაფვისთვის გაკეთებული ყველა აქცია, მაგრამ დაუგეგმავი კონტრპროდუქტიულია.

„ვერ წარმომიდგენია, რომ 2 დღის განმავლობაში ისეთი დიდი ძალისთვის, ვგულისხმობ პოლიტიკურ რესურსს, ასევე სამეურნეოსა და ინფრასტრუქტურულ რესურსს, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, მისთვისაც კი წარმოუდგენელია 2 დღეში აქცია დააორგანიზოს. მაშინ ეს აქცია არ არის და ეს არის ქუდზე კაცი, ხოლო ქუდზე კაცი რომ დაიძახო, ამისთვის ერეკლე მეორე თუ არა, რანთა და კახთა, ან ქართლის მეფე მაინც უნდა იყო, ან რაღაც უნდა ხდებოდეს. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ევროპისკენ სწრაფვისთვის გაკეთებული ყველა აქცია, მაგრამ დაუგეგმავი კონტრპროდუქტიულია. მოკლედ, არ ვიცი რა იყო მიზანი, ვვარაუდობ მხოლოდ. შედეგი არის ძალიან მძიმე. ამ ბრიფინგიდან ჩემდა სამწუხაროდ და მე მეტ-ნაკლებად შემჩნეული ვარ იმაში, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ და მიყვარს ქალბატონი სალომე და როდესაც ამის შესაძლებლობა მაქვს შეიძლება ვთქვათ, რომ უკეთესად მესმის მისი, ვიდრე საფრანგეთში არჩავლილ ადამიანს შეიძლება ესმოდეს. ვცდილობ მეტად ვიყო მისი მოკავშირე, იტერპრეტატორი, მაგრამ ეს ბრიფინგი არანაირი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა“, - განაცხადა წულუკიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა