თეგებით ძიება
16. 06. 2022 COVID - 19

"ვაქცინაციის წახალისების პროგრამები და თავად ვაქცინაცია არ შეწყდება" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე “ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 44%-ია სრულად აცრილი, ქვეყანას კი მინიმუმ 70%-იანი აცრის მაჩვენებელი უნდა ჰქონდეს.

"პროგნოზით, შემოდგომაზე შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, ამიტომ იმუნური ფენა ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს. ჩვენ სულ ამაზე ვსაუბრობთ. სამწუხაროდ, შემცირებულია ყოველდღიური ვაქცინაციის რაოდენობა ქვეყანაში, მაგრამ ეს უნდა გავაძლიეროთ. კიდევ ვიწყებთ დიდ კამპანიას ბევრი დონორის დახმარებით, აქ არის: UNDP, მსოფლიო ბანკი, გაეროს ბავშვთა სააგენტო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, GIZ. ბევრი დონორის მხარდაჭერით ამ ზაფხულის განმავლობაში ჩატარდება დიდი კამპანია. კამპანიის ფარგლებში მივალთ ადამიანებთან და ავუხსნით ვაქცინის სარგებელს. დღეს, მოზრდილი მოსახლეობის 44%-ია სრულად აცრილი. ჩვენ სულ მცირე 70%-ზე უნდა ავიდეთ, რომ ზამთრისთვის იყო მშვიდად. რატომ ვერ შევძელით ამ მაჩვენებელზე ასვლა, ამას ერთი მიზეზი არ აქვს, ვერ შევძელით იმიტომ, რომ ალბათ, ცოტა კომუნიკაციაც დავაკელით, ცოტა მეტი უნდა იყოს, მაგრამ ამავე დროს არის მეორე ფაქტორი – ჩემი კოლეგების, სამედიცინო პერსონალის ინერტულობა ამ თვალსაზრისით.

დღეის მდგომარეობით სრულად ვაქცინირებულია ექიმების 83%, არადა, 99% უნდა იყოს, რომ ხალხს ჩვენი მაგალითი ვაჩვენოთ. ამავე დროს, უნდა იყოს მეტად გაძლიერებული პირველადი ჯანდაცვა, რომ ყველა სოფლის ექიმს თავისთან მიმაგრებული ადამიანები აცრილი ჰყავდეს. რაც შეეხება წახალისების პროგრამას, მან პირველი ორი თვე იმუშავა, როდესაც თანხას ვუხდიდით 60 წლის ზემოთ მოსახლეობას, შემდგომ ისევ ქვემოთ წამოვიდა და მაისიდან შეწყდა. ახლა უკვე წახალისების სხვა ფორმები უნდა შემოვიტანოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა