თეგებით ძიება

"შუა დედაქალაქში, ქვეყნის პრეზიდენტი საბოტაჟს აწყობს ერთიანობის სახელით!" - თამო კეშელავა

ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"დღეს სალომე, ოფიციალურად, მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად არ უნდა ევროკავშირი!
იმათ, ვისაც ბოლომდე არ ეჯერა - რომ საქართველოს ხელისუფლების მმართველი გუნდი პრორუსულია, იმათ აჩვენებს რომ, კი, ნამდვილად ასეა - ფაქტებით აჩვენებს დღეს!
რა გაეხარდება რუსეთს!!!
ყველაფერი "გააკეთა" რომ ოცნების აქტივი არ მისულიყო!
თან არც გაემიჯნა ოცნებას!
აბა, ოცნების პრორუსი ლიდერები პროევროპულ აქციაზე ისედაც არ მივიდოდნენ!
დედამიწის ზურგზე არ იქნება ადამიანი, ვისთანაც ოცნება შეძლებს გააპრავოს იმ პრეზიდენტის აქციაზე არგასვლა, რომელი პრეზიდენტიც მათი გუნდის "ჩადებულია" ქვეყნისთვის, რომელი პრეზიდენტიც მამა-მარჩენალის ფოტოთი აარჩევინეს ხალხს და რომელი პრეზიდენტიც დღემდე ბიძინას დაცვაშია!
არც ერთი პარტნიორია ისეთი სულელი რომ ბიძინას სალომეს და ბიძინას ირაკლების ჩხუბი დაიჯეროს!
პრორუსი ხელისუფლება არ მივა 20 ივნისს აქციაზე და თავს გაიმართლებს, ოპოზიციის აქციააო, მაგრამ არ არსებობს მიზეზი, რითიც 16 ივნისს აქციაზე არ მისვლას გაამართლებს!
ყოჩაღ, რუს პროპაგანდისტებს!
შუა დედაქალაქში, ქვეყნის პრეზიდენტი საბოტაჟს აწყობს ერთიანობის სახელით!
და დღეს მთელ მსოფლიოს, ოფიციალურად, დეკლარირებულად აჩვენებს, რომ ჩვენ "ავირჩიეთ" და გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ უნდა ევროკავშირი!
რა გაეხარდება, ბიჭო, რუსეთს!
ტყუილად არ მიშრომიაო, იტყვის!
სდიეთ თქვენ ქარის წისქვილებს!", - წერს კეშელავა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა