თეგებით ძიება

"რას აქანავებთ ასეთს, საქანელაა თუ კოსმოსი, დაგეცეთ მეხი" - წალკის კანიონზე ატრაქციონით სარგებლობა 120 ლარი ღირს

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომახმერებელი წალკის კანიონზე ატრაქციონებით სარგებლობისთვის დაწესებულ საფასურს აპროტესტებს და წერს:

"ღარიბამ რომ ზარ ზეიმით გახსნა და მთელი დღე ტვ_ში ეს სენსაცია იდებოდა მართალი ყოფილა,სენსაციური ფასებით ოღონდ!!! რას აქანავებთ ასეთს,საქანელაა თუ კოსმოსი,დაგეცეთ მეხი", - წერს მომხმარებელი.

ცნობისთვის, 3 წლამდე დამთვარიელებლისთვის ხიდზე გასვლა უფასოა. 3-12 წლამდე შესვლის ღირებულება 19 ლარს შეადგენს, ამავე ასაკის უცხოელი ვიზიტორისთვის კი მისი მონახულება 34 ლარად არის შესაძლებელი. საქართველოს მოქალაქეებისთვის ხიდზე გასვლა 29 ლარი ღირს (ამჟამად მოქმედებს 40%-იანი ფასდაკლება), ხოლო უცხოელებისთვის - 49 ლარი.

რაც შეეხება დამატებით მომსახურებას, ბაიკლაინის მოყვარულებს 120 ლარის გადახდა მოუწევთ, ერთ ადგილიანი საქანელა 80 ლარი ღირს, ხოლო 3-ადგილიანი - 150 ლარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა