დაესწრება თუ არა სალომე ზურაბიშვილი 20 ივნისის აქციას? - პრეზიდენტის პასუხი ცნობილია
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 20 ივნისს, მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ ორგანიზებულ აქციაზე არ მივა.
"მე არ დავდივარ პოლიტიკურ შეხვედრებზე", - ასე უპასუხა პრეზიდენტმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას და დასძინა, რომ "სადაც არის პოლიტიკური მოწოდებები და ორგანიზაციები, პრეზიდენტები ვერ წავა ერთზე და არა მეორეზე ან მესამეზე".
ამ წუთებში, ევროპის მოედანზე თავად სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.