თეგებით ძიება

"პუტინი ბოლო ჯარისკაცამდე იბრძოლებს“ - ოლეგ ჟდანოვი

სამხედრო ექსპერტმა, ოლეგ ჟდანოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ბოლო ჯარისკაცამდე იბრძოლებს.

"ამ ომს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ხელმძღვანელობს, ერთი პოლიტიკოსი - პუტინი. ამიტომ, სამხედროები შეტევას განახორციელებენ ბოლო რუს ჯარისკაცამდე. ის უკვე ამზადებს ბატალიონს, რათა შეასრულონ პოლიტიკური დავალება“, - განაცხადა ექსპერტმა.

სამხედრო ექსპერტის თქმით, პუტინი იბრძოლებს ბოლო ჯარისკაცამდე.

"რატომ არის სევეროდონეცკი ასე მნიშვნელოვანი - იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური ამოცანაა და არა სამხედრო - პუტინს დღეს არაფერი აქვს წარსადგენი რუსეთის საზოგადოების წინაშე. არ არსებობს გამარჯვება. ყველა სიახლეს ან ყველა პოლიტიკურ განცხადებას აქვს თავისი პიკი და ვარდნა, ახლა კი მხარდაჭერის კლების ტალღა იწყება. ხალხი იწყებს კითხვას: თქვენ უკვე ოთხი თვეა იბრძვით, რატომ იბრძვით იქ? და რა მოიტანა ამან!“ - დასძინა ჟდანოვმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა