თეგებით ძიება

"სხვა გზა არ აქვთ, კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვანიჭონ" - ბექა დავითულიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი იმედს იტოვებს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ.

"ამას ადრეც ვამბობდი, რომ გადაწყვეტილებას მიიღებენ გეოპოლიტიკურ კონტექსტში. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს სტატუსი მოვიპოვოთ. გეოპოლიტიკურ ჭრილში მისაღებ გადაწყვეტილებაზე, სამწუხაროდ, გუშინ გაჟღერდა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები ქვეყნის ლიდერის მხრიდან და არა მხოლოდ გეოპოლიტიკური, საერთოდ გეოგრაფია დასახელდა გადამწყვეტ ფაქტორად.

მე იმედი მაქვს, ღირებულებითი ნაწილი, რომ საქართველო არის ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი, იქნება უფრო მაღალი მნიშვნელობის და მხოლოდ გეოგრაფიით ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, რადგან ჩვენ ერთხელ უკვე დაგვტოვა ევროპამ მე- 20 საუკუნის დასაწყისში, ერთხელ ვერ გაბედა და ვერ მოგვანიჭა მაპი, რასაც 2008 წლის ომი მოჰყვა. იმედი მაქვს, მესამედ ამ შეცდომას დასავლეთი არ დაუშვებს კავკასიაში. არც ჩვენ და არც მათ სხვა გზა არ აქვთ, კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვანიჭონ, ვინაიდან თუ ამას არ მოგვანიჭებენ, ეს იქნება პირდაპირი სიგნალი რეგიონში არსებული სხვა ძალებისთვის, რომ პრინციპული არ არის დასავლეთისთვის კავკასია,"- განაცხადა დავითულიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა