კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, ბოლო ერთი კვირის კოვიდ სტატისტიკა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 13-19 ივნისის პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
გასული კვირის მანძილზე გარდაიცვალა 1 ადამიანი, ხოლო 482 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
NCDC-ის მონაცემებით, სულ ჩატარდა - 78 650 ტესტი. უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი
7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია -0.78%