თეგებით ძიება
22. 06. 2022 COVID - 19

გიორგი ფხაკაძე COVID-19-ით დაინფიცირდა - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე, რომელიც საზოგადოებას თვეების განმავლობაში კორონავირუსის შესახებ რეკომენდაციებს აწვდის, COVID-19-ით თავად დაინფიცირდა.

"პარიზში, წვიმაში დავსველდი და გავცივდი. მეგობრები მოდიოდნენ და წამლები მოჰქონდათ. ვთქვათ სიმართლე, ყველასთან პირბადით არ ვიყავი, ხოდა ამ წამლებთან ერთად, მათ მომიტანეს კორონა", - აცხადებს ვიდომიმართვაში ფხაკაძე.

რაც შეეხება ჩივილებს, ექსპერტის განმარტებით, ის ერთი დღის განმავლობაში იყო მოთენთილი და ჰქონდა ხველება, სხვა ჩივილი არ ჰქონია, ფაქტობრივად, უსიმპტომოდ ჩაიარა.

ფხაკაძის თქმითვე, რადგანაც ის კოვიდვაქცინით 3-ჯერაა აცრილი, ვირუსი ადვილად გადაიტანა და ახლა თავს კარგად გრძნობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა