თეგებით ძიება

"საკაცით შემოიყვანეს, უმძიმესი შთაბეჭდილებით გამოვედი" - ვისზე საუბრობს თაკო ჩარკვიანი?

"კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში მამა გიორგი მამალაძის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

"გუშინ ვიყავი გლდანის მე18-ე საპყრობილეში ( მამა გიორგი მამალაძის თხოვნით) საკაცით შემოიყვანეს, ვისაუბრეთ, უმძიმესი (ზოგადად) მდგომარეობაა ციხეში, პატიმრები უმძიმეს მდგომარეობაში ჰყავთ, სრულიად უყურადღებოდ ყველაფერს დეტალურად გაგაცნობთ ტვ ეთერში, უმძიმესი შთაბეჭდილებით გამოვედი, ( წამების და არაადამიანური მოპყრობის ფორმები სხვადასხვა არსებობს)

არ გაბედოს ვინმემ "იმ ცხრა წელზე" საუბარი, მე მაშინაც ვაპროტესტებდი და მაგიტომაც ვიყავი ოპოზიციაში, 10 წელია ეს მავნებელი სამარცხვინო ხელისუფლებაა სათავეში, პასუხს ამ ხელისუფლებას ვთხოვ!!!!!!!!" - წერს დეპუტატი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა