თეგებით ძიება

"არც ვიცი, რაღა დავწერო ბოლოს გული გამისკდება ვატყობ" - რა პოსტს ავრცელებს ინგა გრიგოლია?

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ხელისუფლებისა და მათი მომხრეების მხრიდან ბოლო პერიოდში მომრავლებულ თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება.

"მამუკა მდინარაძემ ხომ Nata Kajaia შეურაცხყო საშინლად, მავნებელმა და მისი შეურაცხყოფიდან სულ მალევე, ნატას დას, Nanuka Kajaia-ს და ჩვენს ოპერატორს დაესხნენ თავს ქუჩის ჩიტები???????????????????? ჩვენი სრული განადგურება უნდათ ამათ, რომ მარტო ჩიტების ჭიკჭიკი ესმოდეთ???? Pa Po და ნანუკა???? არც ვიცი, რაღა დავწერო( პაპუნას ადრე, აქციის დარბევისას, თვალი დაუზიანეს????) . ბოლოს გული გამისკდება ამ მოძალადე ხელისუფლების წყალობით, ვატყობ.

Nata Kajaia როცა ხელისუფლებას ბოლო ჟამის აგონია აქვს, ბოღმას ჟურნალისტებზე ანთხევს ხოლმე. მამუკა მდინარაძეს თუ აინტერესებს, რატომ წამოხვედით შენ და ნანუკა “იმედიდან“ მოვუყვეთ!????კიდევ ერთი დასტური იქნება, რა დღეში ყავთ მედია?რეების კეთებას აიძულებენ!!!!! სამარცხვინოა კაცი, პოლიტიკოსი და ხელისუფალი რომ ქვია( ამ ქვეყნის ბედის უკუღმართობით ) და ახალგაზრდა ჟურნალისტ გოგოს რომ ამ ლექსიკით ელაპარაკება!? დამიჯერე, ეგეთები იმდენი მინახავს ჩემი ჟურნალისტური ცხოვრების გზაზე, დღეს რომ კაცმა არ იცის, სად ფხოჭნის ფსკერს!

თავადაც რომ აღარ ახსოვთ, ოდესმე რამე თანამდებობა თუ ეჭირათ! წამით არ ინერვიულო! მასალა კი მივაწოდოთ ყველა ორგანიზაციას, იმის დასტურად, როგორ ამცირებს და შეურაცხყოფს ხელისუფალი ჟურნალისტს? მიყვარხარ, ჩემო ნატალია ჯვარი გეწეროს კოლექტიური მდინარაძეებისგან. ბოლო ჟამი აქვთ, დამიჯერე!" - წერს ჟურნალისტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა