თეგებით ძიება

"ხვალ იწყება ნატო-ს სამიტი, სადაც მთავრობის დელეგაცია მიემგზავრება ჩემი ხელმძღვანელობით" - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მას ექნება მაღალი დონის შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან.

"მექნება მაღალი დონის შეხვედრები ჩვენს ევროპელ ლიდერებთან და მიმაჩნია, რომ ქვეყანამ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა, თუნდაც ნატო-სთან ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ ერთდროულად გავხსენით ნატო-სთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი კრწანისში და ვფიქრობ, ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავსებადობა კიდევ უფრო გაეზარდა ჩვენი ჯარის. ჩვენ ვაძლიერებთ ჯარს, მიმდინარეობს აქტიური რეფორმები ჯარში, ტრანსფორმაციის პროცესი და რეფორმის პროცესი, ყველა ეს დინამიკა იქნება შენარჩუნებული და ქვეყანა გავა სამშვიდობოზე“, - განაცხადა პრემიერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა