კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, ბოლო ერთი კვირის კოვიდ სტატისტიკა
"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" ცნობით, გასული ერთი კვირის განმავლობაში, 20.06 - 26.06. მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 2 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 646.
სულ ჩატარდა - 63 404 ტესტი ( 57 457 ანტიგენ ტესტი, 5 847 პჯრ ტესტი )
NCDC-ს ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი
7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია -1.67%.