ცელსიუსი ოქროს ბრენდი 2021 წლის საუკეთესო კომპანია დასახელდა
გათბობა - გაგრილების კომპანია „ცელსიუსი“- 2021 წლის საუკეთესო კომპანიად დასახელდა.
25 ივნისს, სასტუმრო ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში Global Idea-სა და The FINANCIAL-ის ორგანიზებით, ბიზნესის ოსკარად წოდებული ნომერ პირველი ოქროს ბრენდების რიგით მე -17 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ოქროს ბრენდი არის მთავარი ჯილდო საქართველოში წარმატებული ბიზნეს პროექტებისთვის, რომელსაც ექსპერტები და მომხმარებლები ღიად აძლევენ ხმას.
ოქროს ბრენდის ღირებულება შეუფასებელია. ის ზრდის მომხმარებლის ნდობას, აქცევს მას საერთაშორისო სავაჭრო ნიშნად, რომელსაც წარმატებით იყენებენ როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო ბრენდები.
ოქროს ბრენდების გამოვლენაში მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-ლექტორები, მენეჯერები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, საკონსულტაციო კომპანიები, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში. პარალელურად, გამოკითხვა ჩაატარდა მომხმარებლებს შორის. ნომერ პირველი ოქროს ბრენდი სწორედ მათ დაასახელეს.