"კვლავ შემოგვიტევს კოვიდი“ - დავით გადელია საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს
ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი, დავით გადელია კორონაპანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს მოაქლაქეებს სოციალურ ქსელში აფრთხილებს:
"როგორც წესი, საყვედურს საკუთარი თავით ვიწყებ ხოლმე: ძალიან გავთამამდი და გავუბერე, საერთოდ აღარ ვიკეთებ პირბადეს. ძირითადად იმიტომ, რომ ალერგია მომცა სახეზე. მანამდე, ერთი წუთითაც არ ვიშორებდი და მთელი პანდემია „სუფთად“ გადავრჩი. ახლა, ვშიშობ ჩემი გათამამება ფასი დამიჯდება.. ცოტა იმის იმედიც მაქვს, რომ ჩვენთან ახლა კოვიდის მხოლოდ შედარებით იოლი, „ომიკრონის“ შტამი ცირკულირებს. თუმცა არც ესაა მთლად უხიფათო... სამწუხაროდ, ამ სითამამეში მარტო არ ვარ და ისეთი პირი უჩანს, კვლავ შემოგვიტევს კოვიდი. თუ უკვე არ შემოგვიტია“ - წერს ექიმი.