ბათუმის პორტში რუსეთიდან ტანკერები შემოვიდა, არის გემებზე სანქცირებული ნავთობი?
ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს, 30 ივნისს, ბათუმის პორტში რუსეთთან დაკავშირებული ნავთობის 2 ტანკერი დგას – ერთი რუსეთის დროშის ქვეშ ცურავს, მეორე კი – პირდაპირ რუსეთიდან შემოვიდა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგაც ვერ გვიპასუხეს, ისევ ხომ არ არის ტანკერებზე სანქცირებული ნავთობპროდუქტები.
ბათუმის პორტში რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი NEFTERUDOVOZ 47M-ი დგას. რუსული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში სამი დღის წინ, 27 ივნისს შემოვიდა.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, ნავთობტანკერი NEFTERUDOVOZ 47M-ი 30 მაისს დაიძრა რუსეთიდან, კერძოდ კი, ქერჩის სრუტიდან ეგვიპტისკენ. ეგვიპტეში, დუმიათის პორტში, ის 10 ივნისს შევიდა, იქ ერთი დღე დაყო და 11 ივნისს გეზი ბათუმის პორტისკენ აიღო.
კიდევ ერთი გემი, რომელიც ამჟამად ბათუმის საზღვაო აკვატორიაში იმყოფება, არის მალტის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Minerva Gloria. ოფიციალური მონაცემების თანახმად, Minerva Gloria ნოვოროსიისკის პორტიდან გამოვიდა.
ნედლი ნავთობით დატვირთული ტანკერი ბათუმის პორტთან ახლოს, მახინჯაურში ღუზაზე დგას.
წყარო