თეგებით ძიება

„შევა ის კარგი კაცი, მალე თეთრ სახლში და ვნახავთ მაგ სანქციების გზას და კვალს. დაიხსომეთ დღევანდელი დღე“ - გიორგი გამსახურდია

ეს ბოლო ნაბიჯი ქონდა, მილევად რეჟიმში მყოფ ბაიდენის ადმინისტრაციას და ესეც გამოიყენეს, - ასე აფასებს გიორგი გამსახურდია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას.

მისი თქმით, “ნაცბაბლს” ჰგონია, რომ ლიბერალური ფაშისტები ბიძინა ივანიშვილს დროებითი სანქციებით დააშინებენ, თუმცა, ისინი ივანიშვილს არ იცნობენ.

“ეს ბოლო ნაბიჯი ჰქონდა, მილევად რეჟიმში მყოფ ბაიდენის ადმინისტრაციას და ესეც გამოიყენეს. ჯერ ვოშინგტონ ეგზამინერში შეკვეთილი სტატია, მერე ფარას დოკუმენტის თანახმად,მათი ლობისტი ჯო უილსონი (კაცი კონგრესმენია და 300 მილიონიან ქვეყანაში 35 ათასი ფოლოვერი ყავს,მათ შორის არცერთი არც ტრამპის გარემოცვა და ტრამპზე ხომ საუბარიც არაა), მოდერეით რესპუბლიკელი თავისი პოსტებით სოც.ქსელში და ა.შ. ამ ნაცბაბლს ჰგონიათ რომ ლიბერალური ფაშისტები და ვოუქერები,ბიძინას ამ დროებითი სანქციებით დააშინებენ, ნურას უკაცრავად, არ გცოდნიათ თქვენ ბიძინა და მისი პატრიოტული და კაცური სული. შევა ის კარგი კაცი, მალე თეთრ სახლში და ვნახავთ მაგ სანქციების გზას და კვალს. დაიხსომეთ დღევანდელი დღე.” - წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა