"მხოლოდ უკიდურეს სიბილწეს, ღირსების შეურაცხყოფას შეეძლო, ანრი ოხანაშვილი გამოეყვანა წყობიდან" - გია ვოლსკი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი სოციალურ ქსელში "ტვ პირველის" მფლობელ, ვატო წერეთელზე განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ეხმაურება.
"რას შეეძლო ანრი ოხანაშვილი, გაწონასწორებული, მეოჯახე, საერთაშორისო დონის სპეციალისტი, კანონმორჩილი, სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, გამოეყვანა წყობიდან და ფიზიკურად შეხებოდა წერეთელს, თანაც საელჩოს ტერიტორიაზე, ეგ ყველასათვის გასაგებია - მხოლოდ უკიდურეს სიბილწეს, ღირსების შეურაცხყოფას, სხვა ვერსია არ არსებობს!
ამასთანავე, ლოგიკური ახსნა აქვს დაგეგმილ პროვოკაციას, მიზანი ახალი მესიჯის შექმნაა - “კრიტიკული მედიის პატიოსან წარმომადგენელს „ქართული ოცნების“ დეპუტატების ჯგუფი თავს დაესხა აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე”, - წერს გია ვოლსკი.