თეგებით ძიება

ნერვებმა უმტყუნა ადამიანს ისეთი მძიმე იყო შეურაცხყოფა - სარჯველაძე ოხანაშვილზე

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე "ტვ პირველის" მფლობელ, ვატო წერეთელზე განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ეხმაურება.

"იქ მოხდა მარტივად რომ ვთქვათ მძიმე პროვოკაცია, მძიმე პროვოკაცია იმისა რასაც შეიძლება გამოეწვია კონფლიქტი, ამას მოჰყვა შელაპარაკება, მძიმე შეურაცხყოფას რომელზეც კონკრეტულად ვერ ვსაუბრობ, და ადამიანურად, ასე ვთქვა, ისეთი ფორმით ამასთან დაპირისპირება, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ, რომ ნერვებმა უმტყუნა ადამიანს ისეთი მძიმე იყო შეურაცხყოფა, რომელიც მიაყენეს ადამიანს. ეს არის და ეს რაც მოხდა, ამის ისე წარმოჩენას, რომ იქ ვინმე გაუფრთხილებლად ვინმე ვინმეს მივარდა და შესაბამისად მასზე იძალადა, რასაკვირველია, არც ლოგიკურია, არც დამაჯერებელია საზოგადოებისთვის და უბრალოდ ამით თავს ნუ შევიწუხებთ. ვთქვათ რაც იყო რეალობა", - თქვა სარჯველაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა