თეგებით ძიება

ეს იყო ყოველგვარ ზღვარს მიღმა, რასაც არც ქალი, არც კაცი და არც ბავშვი ფიზიკურად ვერ მოითმენდა - ანრი ოხანაშვილი

"ქართული ოცნების“ წევრის, ანრი ოხანაშვილის თქმით, აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტს უმკაცრესი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

„აქ საუბარი არ არის რაღაც კრიტიკულ დამოკიდებულებაზე და პერსონალურ სიტყვაზე, ეს იყო აბსოლუტურად გამიზნული, როგორც ჩანს დაგეგმილი უბინძურესი საქციელი. მე ვერ წარმომიდგენია ერთი ქართველი ადამიანი, ვინც ამ საქციელთან მიმართებაში რეაქციას ვერ გამოავლენდა. სიბილწის საზღვარი თუ შეიძლება, ყველაფერს თუ შეიძლება გაცდე და ყველაფერი იკადრო, ყველაფერი ბინძური რამ გააკეთო, მოხდა ეს. მე ახლა ამ სიტყვებს, რა თქმა უნდა, ვერ და არ გავიმეორებ. აქედან გამომდინარე, მე დაუყოვნებლივ ჩავაყენე ჩვენი ამერიკელი მეგობრები საქმის კურსში, მე მზად ვარ და ჩემი სურვილია, რომ აბსოლუტურად ყველაფერი, ყველას გადაადგილება და იქ ყოფნის პერიოდი გასაჯაროვდეს, ყველამ ნახოს და ეყოს ადამიანობა ყველას რაც გააკეთა, როგორ მოვიდა, როგორ გამიხმო გვერდით და ა.შ. თქვას. გასარკვევია ასევე, რა მდგომარეობაში იყო ეს ადამიანი. იმიტომ, რომ არ გამოვრიცხავ, რომ მას ჰქონდა შესაბამისი თრობა, ჩაიტაროს ექსპერტიზა, სადაც უნდა დადგინდეს და თუ ეს დადასტურდება როგორ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ადამიანი ასეთ მდგომარეობაში მიდის, გამიზნულად გეგმავს უბინძურეს პროვოკაციას და ადამიანს ღირსების შემლახველ სიტყვებს ეუბნება. მე ძალიან კარგად ვიცი თმენის ვალდებულება, მაგრამ ეს გაცდა ყოველგვარ საზღვარს და შესაბამისად, მე მზად ვარ და ჩემი სურვილია, რომ გასაჯაროვდეს ყველაფერი. არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობა ღირსების შელახვას არ ამართლებს, ეს იყო პროპორციული პასუხი. ჩემი მხრიდან არ მომხდარა არც ღირსების შემლახველი და არც არაადეკვატური პასუხი. ეს იყო პროპორციული, ადეკვატური რეაქცია და პასუხი უბინძურეს პროვოკაციაზე - გასაჯაროვდეს ყველა კადრი, გასაჯაროვდეს ყველას გადაადგილება, გასაჯაროვდეს ყველაფერი, მე მზად ვარ.

ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება, მე ამ საკითხს პრინციპულად დავსვამ. ეს ცდება ყოველგვარ ზღვარს, ეს არ იყო კრიტიკა, ეს არ იყო უბრალოდ მოსვლა და პროვოცირება, ეს არ იყო უბრალო სიტყვები, ეს იყო ყოველგვარ ზღვარს მიღმა, რასაც არც ქალი, არც კაცი და არც ბავშვი ფიზიკურად ვერ მოითმენდა, რაც ამ ადამიანმა იკადრა. ეყოს ადამიანობა და გამოვიდეს და თქვას რა მოხდა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, სადაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიღება მიმდინარეობდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა