"მეც იგივეს გავაკეთებდი" - კობახიძე ვატო წერეთელზე თავდასხმაზე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე "ტვ პირველის" მფლობელ, ვატო წერეთელზე განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ეხმაურება.
"ყველამ იცის რა როგორ მოხდა და ძალიან სამწუხაროა რომ უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც კონკრეტული საელჩოს ტერიტორია გახდა პროვოკაციის მოწყობის არეალი. რაც შეეხება გაგრძელებას, ესეც მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ადამიანმა კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი და მისი პროვოკაცია არ იყო პასუხგაუცემელი" განაცხადა ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.