თეგებით ძიება

3 ივლისის აქციაზე ორგანიზატორები მიზნად ისახავენ ხელისუფლების ჩამოგდებას - თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, 3 ივლისის აქციაზე ორგანიზატორები ხალხს არ ეძახიან, რომ აქციამ მხარი დაუჭიროს ევროპულ გზაზე ქვეყნის ღირსეულად წინსვლას, ისინი მიზნად ისახავენ ხელისუფლების ჩამოგდებას.

„არ მაქვს არანაირი მოლოდინი სამი ივლისის აქციასთან დაკავშირებით, რომ რაიმეს მოიტანს. უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ სამი ივლისის აქციაზე ორგანიზატორები ხალხს არ ეძახიან იმისათვის, რომ აქციამ მხარი დაუჭიროს ევროპულ გზაზე ქვეყნის ღირსეულად წინსვლას, არამედ ისინი მიზნად ისახავენ ხელისუფლების ჩამოგდებას. ამას სხვა სიტყვები არ ჰქვია. შესაბამისად, არ მგონია და არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ აქციას რაიმე ტიპის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ექნება“, – განაცხადა წულუკიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა