სტიქია წყალტუბოში - სოციალურად დაუცველი ოჯახის სახლი დაინგრა
სტიქოა წყალტუბოში - ძლიერმა წვიმა განსაკუთრებული ზარალი სოფელ ხომულს მიაყენა. დანგრეულია ერთი სახლი, დატბორილია ათამდე საცხოვრებელი და საკარმიდამო ნაკვეთები.
დატბორვა ვაზნარის ღელის ადიდებამ გამოიწვია.
სოციალურად დაუცველი ოჯახი, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ღია ცის ქვეშ დარჩა.
დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ.
შექმნილია სპეციალური კომისია და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.