გამყრელიძე მოსახლეობას მეორე "ბუსტერ" დოზის გაკეთებას ურჩევს - კორონავირუსი ისევ გააქტიურდა
საქართველოში, ბოლო რამდენიმე დღეა საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებულთა მხრიდან მიმართვიანობა გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, მოსახლეობას მეორე "ბუსტერ" დოზის გაკეთებას ურჩევს.
„b4 და b5 ხასიათდებიან უფრო მაღალი ტრანსმისიით, ანუ გავრცელებით და გადადებით, მაგრამ მისი სიმძიმე არ არის უფრო მეტი. მთავარ რეკომენდაციად შემოდგომისთვის ისევ და ისევ იმუნური ფენის გაზრდა რჩება. ამიტომ აუცილებელია, რომ მივმართოთ ამცრელ პუნქტებს და ავიცრათ. ვინც აცრილია და „ბუსტერიც“ გაკეთებული აქვს, სასურველია, რომ მეორე „ბუსტერი“ გაიკეთონ“, - განაცხადა გამყრელიძემ.