შოიგუმ პუტინი საჯაროდ მოატყუა - არესტოვიჩი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ სერგეი შოიგუმ საჯაროდ მოატყუა ვლადიმერ პუტინი, როდესაც ლუგანსკის ოლქის სრული დაპყრობის შესახებ განაცხადა.
“ჯერ ერთი, ბელოგოროვკა არ არის აღებული, ბელოგოროვკა კი ლუგანსკის ოლქშია. კითხვა ასეთია – როგორ უყურებენ კრემლში იმას, რომ თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტს ატყუებს? ანუ, საჯაროდ მოტყუება შეიძლება, გასაგებია”, – განაცხადა არესტოვიჩმა.