გარდაცვალება შენარჩუნებულია ძალიან დაბალ, პრაქტიკულად ნულოვან ნიშნულზე - თენგიზ ცერცვაძე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი უნდა გააქტიურდეს.
"ფიქსირდება ახალი შემთხვევების ზრდა. სულ რაღაც 2 კვირის წინ იყო 50-60 ახალი შემთხვევა, მაგრამ ის, რაც კარგია, ჩვენთან გარდაცვალება შენარჩუნებულია ძალიან დაბალ, პრაქტიკულად ნულოვან ნიშნულზე. ვაქცინაციის პროცესი უნდა გავააქტიუროთ. გამოვიყენოთ პირბადე მუნიციპალურ ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებში და ხალხმრავალი შეკრების ადგილებში. ველი, რომ იქნება შემთხვევების ზრდა და პიკს, ეს ზრდა, ჩემი ვარაუდით მიაღწევს შემოდგომაზე“, - აცხადებს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი.