თეგებით ძიება

ორ კვირაში ერთხელ, ქონებას ყიდულობს მისი ოჯახი და თან, შემოსავლის წყაროა რუსული ფული, რაშია საქმე? - მამუკა მდინარაძე ხოშტარიაზე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანის, მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციონერ დეპუტატს, ელენე ხოშტარიას არ აქვს არგუმენტები, თუ რატომ იღებს რუსეთიდან ასეთი დიდი რაოდენობის ჰონორარს.

მამუკა მდინარაძემ ხოშტარიას, კიდევ ერთხელ მოუწოდა, გამოაქვეყნოს ანგარიშები და ყველაფერი გახდება ცხადი.

"მოდი, შევაქებ ჯერ ელენეს. სიმართლე არ სჭირდება - მტყუანიც რომ არის, არგუმენტებისთვის ჯიბეში ხელს არ იყოფს. ზოგადად ამბობს, ეს არის პოლიტიკური ზეწოლაო. რა პოლიტიკური ზეწოლა? თქვას, რაშია საქმე. გამოაქვეყნოს, მარტივი ამბავია. იმდენად ზოგად პასუხს იძლევა, რომ პიარის ყველაზე თავხედურ წესებშიც აღარ ჯდება. ჩაატარებს ბრიფინგს, რაღაცას საოცრებას იტყვის, მორიგ ტყუილს დაგვაბრალებს. პოლიტიკური ზეწოლაა, ამაში მე არ გავეხვევიო და გარბის. მოვუწოდებთ და ვეუბნებით, რამდენიმე კვირის წინ ამაზე სპეციალურად ბრიფინგი ჩავატარე, რომ ამ ქვეყანაში რბილი ძალის ზემოქმედების რისკები, განსაკუთრებით ოკუპანტი ქვეყნისგან, იმ ქვეყნისგან, სადაც მან საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალიზაცია მიიღო, რუსეთის მხრიდან ძალიან მაღალია. სხვა სპეციალობის მგიმო დამთავრებულებიც გვყავს ამ ქვეყანაში, მაგრამ რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტია და ამავდროულად, ამ ყველაფერს, ამ ეჭვებს ზემოდან დაედო ის, რომ ყოველთვიურად ძალიან დიდ, ჰონორართან შეუსაბამო სოლიდური თანხას იღებს. ათეულობით ათას ნებისმიერ ვალუტაში არავინ იხდის, მსგავსი პრეცედენტები მე არ გამიგია. თეორიულად რომ დავუშვათ, ასეთი ხდება, გაასაჯაროოს მაშინ რამდენი ერიცხება თვეში, რა ინტენსივობით და მარტივად არის ყველაფერი. ამას რომ ადამიანი დამალავს, ე.ი. სერიოზულ რაღაცას მალავს და ამას კიდევ ემატება ისეთი აქტივობები და ისეთ აქტივობასთან მოდის კორელაციაში, ეჭვები კიდევ უფრო მძაფრდება. მისი ინტერესი უნდა იყოს, პირველ რიგში, რომ გამოაქვეყნოს, რამდენი ერიცხება მამის სამკვიდრო ჰონორარი. თუმცა, ასეთი ზოგადი პასუხი იმას ნიშნავს, რომ მას რაღაცა უჭირს არგუმენტებში. აქ ძალიან გაუჭირდა და ზოგადი პასუხებით შემოფარგლა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, ეჭვის გაღრმავების, მეტი საფუძველი გვაქვს და, თუ კი ამას დაემთხვა, რომ ბათუმში ბინა იყიდა, რომელიღაც სოფელში 30 ათას დოლარად მიწის ნაკვეთი იყიდა და ასე, ორ კვირაში ერთხელ, ქონებას ყიდულობს მისი ოჯახი და თან ვიცით, რომ შემოსავლის წყარო არის რუსული ფული, მისი ინტერესი უნდა იყოს გასაჯაროება, თუ არადა, აბსოლუტურად ლეგიტიმურია ჩვენი ეჭვი, რომ აქ რუსეთის საქმის კეთებასთან და სხვაგვარ კავშირებთან გვაქვს საქმე,“ - განაცხადა მდინარაძემ "იმედის" ეთერში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა