როგორ გადავიტანოთ საყვარელ მამაკაცთან განშორება - 10 მეთოდი
თუ თქვენ ასეთი მგრძნობიარე ხართ და საყვარელ მამაკაცთან დაშორებას ძალიან მტკივნეულად განიცდით, აუცილებლად წაიკითხეთ 10 მეთოდი, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ.
1. განმარტოვდით და იტირეთ
თქვენ ბევრი უარყოფითი ემოცია გაქვთ დაგროვილი, რომელიც თითქოს ბურთად გადაიქცა და ყელში გაქვთ მობჯენილი. ჩაიკეტეთ თქვენს ოთახში და გამოუშვით ის გარეთ. იტირეთ... ტირილს გაატანეთ ტკივილი. წარმოიდგინეთ, რომ ამით სრულდება ერთი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში და ახალი უნდა დაიწყოს... თუ ამას არ გააკეთებთ, შესაძლოა მოულოდნელად სამსახურში ან ტრანსპორტში აგივარდეთ ტირილი. გარდა ამისა, ტირილი ეხმარება ადამიანს, განთავისუფლდეს ნეგატივისგან და დამშვიდდეს.
2. ჩამოწერე სია
დროა ახალი ეტაპი დაიწყოთ. გადაშალეთ ბლოკნოტი და ჩამოწერეთ ყველაფერი, რასაც ელით. - საქმეები არა, პატარა სურვილები, რომლის განხორციელება ყოველთვის გსურდათ და ვერ მოიცალეთ. მაგალითად, ესტუმრეთ მეგობრებს, ისეირნეთ მარტომ ღამის ქალაქში, მოაწყეთ პიკნიკი მეგობრებთან ერთად, წადით კინოში და ა.შ.
3. თავიდან მოიშორეთ ის ნივთები, რომლებიც მას გახსენებთ
დროებით მაინც, შეინახეთ ყველაფერი, რაც მის თავს გახსენებთ (ნივთები, საჩუქრები, ფოტოები), აუცილებლად შეცვალეთ რაღაც ინტერიერში. თუნდაც თქვენს ოთახში. გნებავთ, ავეჯი გადაადგილეთ. თქვენს ირგვლივ ცვლილების და განახლების აურა უნდა ტრიალებდეს.
4. შეარჩიეთ სერიალი
შეარჩიეთ რომელიმე სერიალი და უყურეთ ყოველთვის, როგორც კი მონატრების სევდა შემოგაწვებათ. აუცილებელია, რომ ყურადღება გადაიტანოთ...
5. ჰობი
თუ აქამდე არ გქონდათ ჰობი, ახლა დროა, გაარკვიოთ, რა გიყვართ და რა განიჭებთ ბედნიერებას ყველაზე მეტად. იქნებ ეს ველოსიპედით სეირნობაა? ან, ხატვა? გნებავთ ცეკვის წრეზე ჩაეწერეთ. აკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ.
6. ვარჯიში
ვარჯიში არა მარტო ყურადღებას გადაგატანინებთ, არამედ თქვენს ორგანიზმსაც წაადგება. თქვენ ტონუსში იქნებით. თუ სპორტ დარბაზში ვერ ივლით, ჩართეთ youtube და სახლში ივარჯიშეთ.
7. მოაწყვეთ შოპინგი
იყიდეთ თქვენთვის რამე ახალი. გაახარეთ საკუთარი თავი.
8. შეიცვალეთ იმიჯი
არაფერი ისე არ ანიჭებს სიახლის შეგრძნებას, როგორც შეცვლილი იმიჯი. შეიცვალეთ თმის ფერი, სიგრძე, ან ჩაცმის სტილი.
9. მოაწყეთ „პიჟამაფართი“
ან, უბრალოდ რომელიმე მეგობართან დარჩით ღამე. უმჯობესია, თუ რამდენიმე დაქალი შეიყრებით ერთად. მოუსმინეთ მათ ისტორიებსაც, ცოტა დალიეთ და გაერთეთ.
10. ახალი ნაცნობობა
ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. ეკონტაქტეთ სხვებს... მათ შორის უცნობებსაც. თუ გსურთ, მალე დაივიწყოთ ყოფილი, გაიცანით ახალი მამაკაცი. გამოიყენეთ ამისთვის ინტერნეტი. არ არის აუცილებელი, სწრაფად დაახლოვდეთ, უბრალოდ ესაუბრეთ ვინმეს სხვადასხვა თემებზე.