თეგებით ძიება

"ვეძებ ადამიანს, რომელმაც 6 ივლისს იმგზავრა თბილისი-ბათუმის მატარებლით... მაღალი ბიჭია, დაახლოებით 34-36 წლამდე"

სოციალურ ქსელში ეძებენ ადამიანს, რომელმაც 6 ივლისს თბილისი-ბათუმის მატარებლით იმგზავრა.

"სალამი ყველას! მეგობრებო, ვეძებ ადამიანს, რომელმაც 6 ივლისს იმგზავრა თბილისი-ბათუმის მატარებლით საღამოს რეისზე. მაღალი ბიჭია, დაახლოებით 34-36 წლამდე, თან ახლდა ორი პატარა ბიჭი - ბავშვები 5-7 წლის იქნებოდნენ. ძალიან მივამგავნეთ ერთ ადამიანს, გაჭრილი ვაშლივით გავს. შეუძლებელია, ასეთი ორეული ყავდეს ადამიანს. სიმაღლე იქნებოდა 190სმ-მდე დაახლოებით. ძალიან გთხოვ, თუ აქ ხართ, მისი ოჯახის წევრები ან თვითონ გამომეხმაუროს, თორემ არ მომასვენებს ეჭვი მთელი ცხოვრება. ჭაღარა თმა ქონდა შერეული. ეჭვი მაქვს, რომ ერთი ადამიანის ტყუპისცალია. ვუთხარი იმ ქალს, ვისზეც ვფიქრობ, რომ მისი შვილია და ამბობს შეუძლებელიაო. მძიმე მშობიარობა ქონდა, ძლივს გადამარჩინესო ამბობს, მაგრამ მახსოვს ყველაფერიო თან ჩემთან ერთად არავის უმშობიარია იმ დღესო. ძალიან გთხოვთ, ვინც იმგზავრა ამ დღეს და ამოიცნო ახლობელი ან თავი შემეხმიანეთ, ან იმ ადამიანებმა შემეხმიანოს, ვინც დაიბადა 1988 წლის იანვარი - თებერვალში. წარმოუდგენელია, ბავშვებიც კი გავდნენ ორეულის შვილს და ასაკიც იგივე. გამოჩნდი გთხოვ. მიხვდა, რომ უაზროდ მივაშტერდით და თვითონაც თვალს არ გვაშორებდა", - წერენ ჯგუფში "ვეძებ".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა