თეგებით ძიება

მმართველი პარტიის პოლიტიკა ქმნის რეალურ პრობლემებს იმისთვის, რომ საქართველომ მოიპოვოს კანდიდატის სტატუსს - ანდრიუს კუბილიუსი

ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის თქმით, ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენებით, ევროკავშირში შეშფოთებულები არიან, როცა მთავრობა მიზანმიმართულ შეცდომებს უშვებს.

მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა, მმართველმა პარტიამ რაციონალური და სათანადო დასკვნები უნდა გააკეთონ იმ კრიტიკისა და რეკომენდაციების შემდეგ, რაც ევროკომისიამ გასცა.

"საქართველოს სურს წევრობა. ევროკავშირი ქვეყანას სთავაზობს პირობებს, რომლებიც საქართველომ სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. პირობები არ არის ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა, არამედ ეს არის გზა, რითაც შეგვიძლია დახმარება. სწორედ ამიტომ, ვერ ვიქნებით ჩუმად, როცა საქართველო შეცდომებს უშვებს. ეს ქმნის საქართველოსთვის ბარიერებს სტატუსის მოსაპოვებლად. ჩვენ ჩვენი მოვალეობები გვაქვს, ამიტომ უპასუხისმგებლოდ ვერ მოვიქცევით. ჩვენ არ ვცდილობთ საქართველოში რევოლუციას.

მარტივად ვამბობთ იმას, რასაც პასუხისმგებლობიდან გამომდინარე უნდა ვამბობდეთ. ამიტომ, უნდა გადაიდგას ეფექტური ნაბიჯები საერთაშორისო საზოგადოების დასარწმუნებლად. ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა გააცნობიერონ რა პასუხისმგებლობაც აკისრიათ, თუ ამას ვერ გააკეთებენ, მაშინ ნუ ეწყინებათ ისტორიაში მათი სახელები არც ისე სასიამოვნო კონტექსტით თუ ჩაიწერება.

ხალხი გამოვიდა მასშტაბურ დემონსტრაციაზე, ახლა ჯერი პოლიტიკოსებზეა, რომ ადეკვატურად მოიქცნენ. უნდა დასხდნენ ოპოზიცია, მმართველი გუნდი, სამოქალაქო საზოგადოება და იპოვონ გამოსავალი. მნიშვნელოვანი საკითხია, ასევე, სასამართლო სისტემის რეფორმირება, რომ ის უფრო გამჭვირვალე გახდეს. ბევრი საკითხია სადისკუსიოდ. საუკეთესო გამოსავალია ეროვნული ერთიანობის მთავრობა და რაც მთავარია, გააკეთეთ საქმე, ნუ დაელოდებით დეკემბრის თვეს", – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით კუბილიუსმა განაცხადა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა