დეპოლარიზაციის მთავარი თემა უნდა იყოს აგებული შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე - რომან გოცირიძე
ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო და არის ევროპული პერსპექტივისთვის შარლ მიშელის შეთანხმების პუნქტების შესრულება.
"ქართული ოცნება" ამბობს, რომ შარლ მიშელის შეთანხმება არაფერ შუაში არ არის, როდესაც ყველა აღნიშნავს, რომ დეპოლარიზაციის მთავარი თემა უნდა იყოს აგებული შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე", - განაცხადა გოცირიძემ.
მისი თქმით, სწორედ ამ შეთანხმებაში დაბრუნებისა და რეფორმების გატარებისკენ არის მიმართული ევროპარლამენტარების მოწოდებები.