„დასავლეთს კარგად ესმის, რომ "ოცნების" ფუნდამენტი ივანიშვილია და ამიტომ იერიში პირდაპირ მასზე მიიტანეს“ - მამუკა გამყრელიძე
„ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს:
„1. ევროპაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით საქართველოზე გამავალი კორიდორი ნახშირწყალბადოვანი ენერგომატარებლებისთვის არქიმნიშვნელოვანი ხდება;
2. იგივე მიზეზით, საქართველოს პორტებიც იძენს მეტ მნიშვნელობას;
3. ამერიკისთვის და ევროკავშირისთვის სრულიად ნათელი გახდა, რომ ქ-ოცნების ხელისუფლება და მისი ჩრდილოვანი ლიდერი რუსეთის მიმართ ბევრად მეტად არიან ვალდებული ვიდრე დასავლეთის;
4. ამ გარემოების გათვალისწინებით ასეთი მნიშვნელობის ლოგისტიკური კორიდორის ნდობა დასავლეთთან დაპირისპირებული აგრესორი ქვეყნის ვასალებისთვის სრული უგუნურება იქნებოდა;
5. ყველა ირიბი თუ პირდაპირი ნიშნების მიხედვით ქ-ოცნების შეცვლის პროცესი დაწყებულია.
6. დასავლეთს კარგად ესმის, რომ ქ-ოცნების ფუნდამენტი ივანიშვილია და მის გარეშე ის ჩამოიშლება. ამიტომაც იერიში პირდაპირ და ღიად მიიტანეს სწორედ მასზე;
7. მთავარი პრობლემა ამ სიტუაციაში არის ოპოზიციის სისუსტე, მიზნებში შეუთანხმებლობა და ჩამოუყალიბებლობა.
P.S. რატომღაც მგონია, რომ ღარიბაშვილი ბიძინასგან დაუკითხავად დაიწყებს რუსებთან დამოუკიდებელ თამაშს და ეს შეიძლება სახელმწიფოსთვისაც კატასტროფით დამთავრდეს. იმედია ვცდები“, - წერს მამუკა გამყრელიძე.