არავითარი მატერიალური პრივილეგიები კანდიდატის სტატუსს არ ახლავს - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "TV იმედის" ეთერში განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსს, არავითარი მატერიალური პრივილეგიები არ ახლავს.
"კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ ერთ რამეს. კანდიდატის სტატუსი არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური საკითხი, პოლიტიკურად ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, თუმცა ერთი რამ არის აქ საინტერესო, რომ არავითარი მატერიალური პრივილეგიები კანდიდატის სტატუსს არ ახლავს", - განაცხადა კობახიძემ.