თეგებით ძიება

"უეჭველი რაღაც დიდი სკანდალი გამოეპარათ სუსიდან" - რას წერს ინგა გრიგოლია?(ვიდეო)

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში უცნობის გუშინდელ, სკანდალურ ეთერს ეხმურება.

"უეჭველი რაღაც დიდი სკანდალი გამოეპარათ სუსიდან და პრევენციას აკეთებენ, სავარაუდოდ, რაღაც ისეთმა გამოჟონა, რისი გადაფარვაც წინასწარ უნდათ (ინტუიცია მკარნახობს) და გამოაგდეს არაფრისმთქმელი, ფარული ჩანაწერები…. ნეტა რა? მეთოდები მოგიძველდათ. ესაა თქვენი პიკასოს ბიჭი? აგია სკანდალი, მთელი დღე რომ აანონსეს?

კიდევ ერთი, არ დამავიწყდეს-მთავარი, რაც უცნობის გამოგდებული ჩანაწერით გავიგეთ ისაა, რომ ყველა ჩანაწერი, ყველა ფაილი ყოფილა მართალი და ტყუილად ამტკიცებდნენ, მოგონილიაო", - წერს ჟურნალისტი.


ცნოვისთვის, მომღერალ გია გაჩეჩილაძის საავტორო გადაცემაში "უცნობის კიდობანი" სკანდალური აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც მისი მტკიცებით, გადაცემა "post-Factum"-ის წამყვანი გიორგი გაბუნია საკუთარ თანამშრომლებთან ერთად, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ, მათთვის მიწოდებულ მასალას სახელწოდებით – "საიდუმლო ფაილები პირდაპირ სუს-ის კომპიუტერებიდან" განიხილავს.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა