50 წელს გადაცილებულებისთვის კორონავირუსის მუტაციაც კი რისკს წარმოადგენს - ივანე ჩხაიძე
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, მომდევნო დღეებში 50 წელს გადაცილებულმა მოსახლეობამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.
"მომდევნო პერიოდისთვის ჩვენ განსაკუთრებით ყურადღებით, ფრთხილად უნდა ვიყოთ. პირველ რიგში, ეს ეხება 50 წელს გადაცილებულ მოსახლეობას. მათთვის კორონავირუსის მუტაციაც კი, რომელიც მძიმე მიმდინარეობით არ გამოირჩევა, რისკს წარმოადგენს.
რეკომენდაციაა სწორედ, ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასთან დაკავშირებით. ეს იქნება ახლა წინაპირობა იმისი, რომ იმუნიტეტი ინდუცირებული, დამატებითი მესამე დოზის შემდეგ, იქნება მომდევნო 6 თვის განმავლობაში პრაქტიკულად გარანტირებული დაცვა დამძიმებული მდგომარეობის, საავადმყოფოში მოხვედრისა და გართულებების თავიდან აცილების თვალსაზრისით“, - განაცხადა ჩხაიძემ.