იმყოფებოდა პოლიტიკურ შატალოზე - გურამ მაჭარაშვილი ლევან ვარშალომიძეზე
მმართველ გუნდის წევრის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ლევან ვარშალომიძე მეათე მოწვევის პარლამენტში არცერთ სხდომას არ დასწრებია, შესაბამისად, დგება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.
"საერთოდ არ გამოჩენილა საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში, ანუ პრაქტიკულად იმყოფებოდა პოლიტიკურ შატალოზე. გამომდინარე აქედან, საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს რომ პარლამენტის წევრი რომელიც შეურაცხყოფას აყენებს საპარლამენტო ინსტიტუტს, ასევე, თავის ამომრჩეველს, რომელსაც სთხოვა რომ პარლამენტში იმუშავებდა და პოლიტიკურად გადააგდო თავისი ამომრჩეველი, ბუნებრივია, დგება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი და ამას საბოლოოდ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტს საქართველოს პარლამენტი", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, საკითხი დღის წესრიგში ლევან ვარშალომიძის მიერ სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო დადგა. "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიების გაუქმების გამო, ვარშალომიძისთვის მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ადგილმონაცვლე პარლამენტში ვერ შევა - ეს კი ოპოზიციისთვის საერთო ჯამში მინუს 6 მანდატს ნიშნავს.