თეგებით ძიება
15. 07. 2022 მსოფლიო

"მოერიდეთ დიდ შეკრებებს" - ვაშინგტონი უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

უკრაინაში აშშ-ის საელჩო მოქალაქეებს უკრაინაში გამგზავრებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს, ხოლო მათ, ვინც უკრაინაშია, ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.

„უსაფრთხოების ვითარება მთელ უკრაინაში კვლავ ძალადობრივი და არაპროგნოზირებადია, რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო თავდასხმების გამო. მოერიდეთ დიდ შეკრებებსა და ორგანიზებულ ღონისძიებებს, რადგან ისინი რუსეთის სამხედრო იერიშების სამიზნეები შეიძლება გახდნენ, მათ შორის [უკრაინის] დასავლეთ რეგიონებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში თებერვლის ბოლოდან ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. რუსეთის შეიარაღებული ძალები ქვეყანაში 24 ტებერვალს შეიჭრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა