თეგებით ძიება
16. 07. 2022 COVID - 19

კორონავირუსის პიკი იქნება შემოდგომაზე - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე "პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ კორონავირუსის პიკი იქნება შემოდგომაზე.

"კორონავირუსი ერთი პიკი იქნება ამ თვის ბოლოს, სადღაც აგვისტოს დასაწყისში პიკს გადავივლით. შემდეგი პიკი იქნება შემოდგომაზე. აგვისტოში კორონავირუსის პიკი არა მგონია, ისეთივე მძლავრი იყოს, როგორც იანვარ-თებერვალში იყო, რადგან ქვეყანაში იმუნური ფენა მაინც საკმარისად არის.

ხოლო შემოდგომისთვის, ზამთრის პიკგადავლილზე, იმუნიტეტი მოიკლებს, აქედან გამომდინარე, მაინც მოქალაქეებს ვურჩევდი, რომ აიცრან, რადგან შემდეგ ტალღას იმუნური სისტემა მზად დახვდეს. ვაქცინაციის შესახებ ჩვენი აზრი არ შეცვლილა. რაც დაიწყო ეს პროცესი, იმის მერე ერთი და იმავეს ვლაპარაკობთ, ვაქცინა არის ამოსარჩევად, დანარჩენი ადამიანებზეა დამოკიდებული, რამდენად გამოიყენებენ",- აცხადებს, იმნაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა