თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო - როგორია ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. დღეს პროცესი საზღვრის კვეთის საქმეზე უნდა გამართულიყო, თუმცა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მან დასწრება ვერ შეძლო.

პროცესზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს დაცვის მხარემ კლინიკა "ვივამედის" ცნობა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, "პაციენტს აღენიშნება ძლიერი საერთოდ სისუსტე, თავს გრძნობს ცუდად, უჭირს გადაადგილება, ძირითადად მწოლიარეა, რის გამოც მიზანშეწონილი არ არის მისი მონაწილეობა სასამართლო პროცესში".

მოსამართლემ მომდევნო სხდომა 24 აგვისტოს, 13:00 საათზე ჩანიშნა.

მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთას ედავება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა