თეგებით ძიება

კონსერვატორიის სტუდენტის, 23 წლის გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა

კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სტუ­დენ­ტის, 23 წლის გი­ორ­გი სა­ყუ­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მი­რი­ან თო­ხა­ძეს ფსი­ქი­ატ­რი­ულ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა და­ე­ნიშ­ნა.

ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის მო­თხოვ­ნით სა­სა­მარ­თლოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­მარ­თა.

მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბით, მი­რი­ან თო­ხა­ძეს ექ­სპერ­ტი­ზა ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში ჩა­უ­ტარ­დე­ბა. ის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მაქ­სი­მუმ, 20 დღით მო­თავ­სდე­ბა. აღ­ნიშ­ნულ­მა ექ­სპერ­ტი­ზამ უნდა და­ად­გი­ნოს, ხომ არ იყო თო­ხა­ძე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­მენ­ტში შე­უ­რა­ცხა­დი ან ხომ არ იმ­ყო­ფე­ბო­და ის ძლი­ე­რი სუ­ლი­ე­რი აღელ­ვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სტუ­დენ­ტი, 23 წლის გი­ორ­გი სა­ყუ­რაშ­ვი­ლი მიმ­დი­ნა­რე წლის 27 სექ­ტემ­ბერს მოკ­ლეს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე, ცხელ კვალ­ზე მი­რი­ან თო­ხა­ძე და­ა­კა­ვეს, ის შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ამო­ი­ღეს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, და­კა­ვე­ბულ­მა სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლი ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის ქვეშ ჩა­ი­დი­ნა. ის წარ­სულ­ში, სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის­თვი­საა მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი.

ბრალ­დე­ბუ­ლი მი­რი­ან თო­ხა­ძე ამ ეტა­პის­თვის დუ­მი­ლის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ბრალ­დე­ბულს სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა