თეგებით ძიება
20. 07. 2022 ბიზნესი

ვგმობ საქართველოს მთავრობის მხრიდან ელჩების "ბულინგს" - გიორგი გახარია

ექსპრემიერი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია საქართველოის მმართველი პარტიის მიერ უცხოელი ელჩების მიმართ ბულინგს გმობს.

მისი შეფასებით, მსგავსი დამოკიდებულება არის ტავდასხმა და ღია მუქარა საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებზე.

„აშშ-ის ელჩის შემდეგ, საქართველოს მმართველი პარტია თავს ესხმის ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს, რომელიც ასრულებს თავის მისიას. ვგმობ საქართველოს მთავრობის მხრიდან ელჩების ბულინგს და მიმაჩნია, რომ ეს არის თავდასხმა ჩვენს უახლოეს სტრატეგიულ მოკავშირეებზე და ღია მუქარა ჩვენი პარტნიორების მიმართ,\'\' - აცხადებს გიორგი გახარია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა