„როდის ვთქვი გადაწვავს კობახიძე პარლამენტსთქო? 2019 წლის დასაწყისი იყო … ახლა ქვეყანა უნდა გადაბუგოს…“ - ბესელია კობახიძეზე
პოლიტიკოსი, ეკა ბესელია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ კარლ ჰარცელის მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„როდის ვთქვი გადაწვავს კობახიძე პარლამენტსთქო? 2019 წლის დასაწყისი იყო … ახლა ქვეყანა უნდა გადაბუგოს… გაახვია რუსულ პოლიტიკურ ცეცხლში …“, - წერს ეკა ბესელია.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის თქმით, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.