თეგებით ძიება

"25 ივლისი, განსაკუთრებული დღეა…" - რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ დღეზე?

სოციალური ქსელის ერთერთი მომხმარებელი 25 ივლისის შესახებ წერს და ამბობს რომ დღეს განსაკუთრებული დღეა:

"25 ივლისი, განსაკუთრებული დღეა…⠀⠀

გარდა იმისა,რომ მეტაფიზიკურად გვაქვს დღე ინდიკატორით - წარმატება,

ეს დღე ასევე გაჟღენთილია იშვიათი, მაგრამ საოცრად ძლიერი ენერგიებით…⠀⠀

წელიწადში ერთხელ გვაქვს 1 განსაკუთრებული დღე - დღე დროის გარეშე!

ჩინურ მეტაფიზიკაში გვაქვს რამდენიმე დღე წელიწადში, რომლებსაც დღე-გამყოფებს ვუწოდებთ. ასეთ დღეებში "ცი" საკმაოდ დაბალვიბრაციული და უძრავია.
შესაბამისად თითქმის არანაირი მნიშვნელოვანი საქმისთვის არ ითვლება სასურველი დღეებად.
⠀⠀
დღეს კი არის ლომის კარიბჭის გახსნის წინა დღე, რომელიც მაიას ტომის კალენდარში ასევე ცნობილია, როგორც დღე დროის გარეშე. მათი კალენდრის მიხედვით, ძველი ახალი წელი 24 ივლისს სრულდება, ახალი წელი კი 26 ივლისს იწყება.

დღეს კი უნიკალური დღეა.

თავისუფლების დღე წარსულისგან და ყველაფრისგან რაც გვზღუდავს და გვაფერხებს.
ეს ის დღეა, როცა წარსული უბრალოდ არ არსებობს, შეიგრძენით ეს.

ითვლება, რომ ამ პერიოდში დედამიწა გაივლის ახალი ენერგიების ასაკრეფ ერთგვარ სივრცულ პორტალს და შესაბამისად დღე - განსაკუთრებული ენერგიით არის დაჯილდოებული. ⠀

26 ივლისიდან კი პლანეტარული ახალი წელი იწყება... განახლების და ახლის საწყისის ენერგია...⠀

დღე დროის გარეშე ⠀

დასვენების დღეა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ასევე კოლექტიური მედიტაციების დღე. ⠀

ეს არის განწმენდის, გათავისუფლების და საკუთარ თავში ახალი პოტენციალის აღმოჩენის პერიოდი. ⠀

დღის ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, შეაფასოთ თქვენი ამჟამინდელი პოზიცია ცხოვრების ყველა სფეროში, გულწრფელად, მიუკერძოებლად და ჩამოაყალიბოთ ხედვა: რა მიმართულებით მსურს სვლა? Რა მიზნისკენ მივდივარ? სინამდვილეში რა მინდა? წინ ძალიან ძლიერი პერიოდი გველის და ამიტომ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომელსაც ის გვაძლევს.

ნებისმიერი წმენდითი პრაქტიკა იქნება ეს მიტევების, ფიზიკური, გონებრივი თუ სივრცითი სისუფთავის მისასალმებელი და აუცილებელიც კია დღეს!
ასხივეთ მადლიერება, სიყვარული და მიმღებლობა.

ეს მდგომარეობები არის ახალი რეალობის და მისი ყველა ფანტასტიური შესაძლებლობების გასაღები.
წარსულის ადგილი არ არის ამ რეალობაში.

რაც არ უნდა გაკავებდეთ და გაყოვნებდეთ, თქვენ ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება და წახვიდეთ წინ.
წარმატებული დღე მინდა გისურვოთ ჯგუფის თითოეულ წევრს!

დავტოვოთ წარსული წარსულში და მოვემსადოთ ახალი, საინტერესო და სასურველი მომავლისათვის დღეს!
სიყვარულით, თქვენი ინი", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც "ASTROLOGIA.GE"-ზე ვრცელდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა