თეგებით ძიება

"იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა" - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის მიერ ბიჭვინთის შესაძლო აქნექსიის ფაქტს გმობს და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა. ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია. კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი და მის მიმდებარედ 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შესაძლოა, დე-ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციას გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია განახორციელა და დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ რეგიონებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა